“რეგულირება ტვინის ფუნქციაა, დერეგულაცია – უტვინობის. არ ეწყინოს, ვისაც შინაარსი ღრმად არ ესმის. მე ეს თემა გავხსენი სოციალურ ქსელში და ახლაც მინდა თქვენ გაგიზიაროთ. ნანოტექნოლოგიები ისეთ მაღალ დონეზე ავიდა, სენსორების მომზადებაც შესაძლებელია, რომ საჭესთან თუ მძღოლი იქნება ნასვამი იმ დასაშვები ნორმის ზემოთ, მანქანის ძრავა არ ჩაირთოს. ალკოჰოლს ორგანიზმი ვერ დამალავს, როგორც არ უნდა შეეცადოს. ეს არის ძალიან ადვილი მისაღწევი, ოღონდ ეს უნდა მოინდომოს ვიღაცამ, უნდა მოინდომოს მეცნიერებამ. ეს იქნება კარგი სვლა”
თქვა უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ლევან იოსელიანის კანონპროექტის განხილვისას.