რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “კეთილი ნების ელჩი” გახდა.
ეს სტატუსი მის გარდა რუსმა მომღერლებმა, ნიკოლაი ბასკოვმა და ვალერიამ მიიღეს. “კეთილი ნების” ოცი ელჩი ოკუპირებულ სოხუმში გამოავლინეს. სიის ათი წარმომადგენელი ოკუპირებული რეგიონებიდან, ათი კი ოკუპანტი რუსეთიდანაა.
ორგანიზაციის განცხადებით, “კეთილი ნების ელჩები” “აფხაზეთში ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაციითა და საერთაშორისო ასპარეზზე “ქვეყნის” წამოწევით დაკავდებიან”.
შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვის სახელს საქართველოში 20 ივნისის სისხლიანი მოვლენები უკავშირდება. “გავრილოვის ღამე” – ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოჰყვა, რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.
ხელისუფლება აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა – აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ნახევრდ ლეტალური იარაღის გამოყენებით დაარბია. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 40 ჟურნალისტი. “გავრილოვის ღამეს” თვალი დაკარგა სამმა ადამიანმა.