სერგეი შამბა აცხადებს, რომ ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ უარყო, რომ ოჩამჩირეში ახალი რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა აშენდება.

ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო გამოცემა Ria Novosty წერს.

“რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არ მიდის”. – თქვა შამბაბ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 5 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს.