სეტყვა, ელჭექი, ქარი – როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოში ამინდი გაუარესდება. ნალექმა შესაძლოა წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

,,მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს”,- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.