კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 19:09

სვანეთში 2 მოქალაქის ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდების ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები არიან ჩართულები

შეგახსენებთ, რომ მე-6 დღეა სვანეთში ორ დაკარგულ ახალგაზრდას გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს უშედეგოდ ეძებენ. ადგილობრივებმა გუშინ, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვის მოთხოვნით, სოფელ ლატალში გზა გადაკეტეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის აფრენა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა.