“სვანეთში უნდა გაითიშოს მაინერები, თუ საჭიროა, უნდა დაყადაღდეს კიდეც”- ამის შესახებ, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, სვანეთში მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის, მაინინგის გამო კი ქსელი გადატვირთულია.
“ასეთი რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა შსს-სთან ერთად და ვფიქრობ, მსგავსი ქმედებები უნდა გაგრძელდეს. უნდა მოხდეს რეაგირება მაინინგების შეზღუდვის ნაწილში, რათა ობიექტებს, რომლებსაც სჭირდებათ ყველაზე მეტად ენერგია – ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს, საბაგიროებს, უწყვეტად მიეწოდოთ. ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის ფული.
ამის გარეშე ვერ მოვთხოვთ ენერგო პროს, ხარისხიანად და უწყვეტად მიაწოდოს ელექტროენერგია, იმიტომ, რომ კომპანია ახორციელებს ინვესტიციას და არ აქვს მოგება, რაც მარეგულირებელ წესებთან წინააღმდეგობაში მოდის. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არ გადავიხდით ელექტროენერგიის საფასურს, გვექნება წყვეტები, იქნება ავარიები, და ა.შ. ისევ ტურიზმსა და მოსახლეობის კომფორტზე აისახება ეს ყველაფერი”. – თქვა დავით ნარმანიამ.