სიკვდილის მიზეზზე დასკვნების გამოტანის საფუძველი ექსპერტიზას არ აქვს – ასე ეხმაურება დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და აცხადებს, რომ შუალედური ექსპერტიზის დასკვნა რომელიც შსს-მ გაასაჯაროა არ იძლევა დასკვნების გაკეთების საფუძველს.
“მიმაჩნია, რომ მივმართო გამოძიებას ამ ექსპერტიზაში ნარკოლოგის, კლინიკური ტოქსიკოლოგისა და ნევროპათოლოგის ჩართულობის მიზანშეწონილობის თაობაზე, რადგან მოჭარბებული რაოდენობით არიან ნარკოტიკების მიმღები პირები მთლიანობაში. რომ გააჩეროთ ქუჩაში 10-დან 2-3-ს შეიძლება, ჰქონდეს, თუ 5 კომპონენტი არა, 2-3 კომპონენტი მაინც იმ ნივთიერების, რაც აღმოაჩნდა გარდაცვლილს, მაგრამ ისინი დადიან, ცხოვრობენ, მუშაობენ. სწორედ ამიტომ, მჭირდება მე ეს სპეციალისტები, რომ ერთად დავსხდეთ, ეს მონაცემები გავაანალიზოთ. თვისობრივად აღმოჩნდა ეს პრეპარატები, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობით იყო. ამ პრეპარატების ურთიერთდამოკიდებულებას მნიშვნელობა აქვს, ანუ აძლიერებენ თუ არა ისინი ეფექტს, ზემოქმედებას ახდენენ თუ არა უფრო მეტად ერთად აღებული სუნთქვის ფუნქციაზე, რამეთუ ამ დროს ძირითადად სიკვდილის მიზეზი არის სუნთქვის დამბლა ანუ სუნთქვის მწვავე უკმარისობა”, – განაცხადა გეჯაძემ.