“1. იქ (პოლონეთში) განთავსებულია პატრიოტის [საჰაერო თავდაცვის] კომპლექსები. ისინი ან სრული *ცენზურა*, ან “ვისი რაკეტაც საჭიროა, მიფრინავდა” არის.

2. სანამ რამეში დაადანაშაულებთ ქვეყანას, რომელსაც პოლონეთის ბირთვულ ფერფლად ქცევა შეუძლია, გაისარჯეთ და მტკიცებულებები წარმოადგინეთ.

3. უფრო დიდი ალბათობით, თუ პოლონეთში რამე ჩამოვარდა, ეს უკრაინული С-300 ან რამე უპილოტო საფრენი აპარატი “რეისი” იქნება.

4. ალბათობა, რომ თანამედროვე რუსული რაკეტა კურსს ასე დასცილდება, ისეთივეა, ქუჩაში ცოცხალ დინოზავრს რომ შეხვდე.

5. არგუმენტების შეჯამებით, დიდი ალბათობით, ეს ან უკრაინული შეცდომაა, ან პოლონური პროვოკაცია, ან ბრიტანული”.

ასე ეხმაურება, კრემლის პროპაგანდისტი და პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი პოლონეთში სავარაუდოდ რუსული რაკეტების ჩამოვარდნას.