შპს „მაგთიკომმა” დამოუკიდებელ ორგანოს – სსიპ „ანტიკორუფციულ ბიუროს” ოფიციალური წერილით 2024 წლის 29 იანვარს მიმართა. ბატონმა ბექაურმა ვერ მოითმინა და „ანტიკორუფციული ბიუროს” მოკვლევის პასუხს დაასწრო, რითაც ის საკუთარი შეფასებებით ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს „ანტიკორუფციული ბიუროს” მიერ საკითხის ობიექტურად შესწავლაზე. შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს მოკვლევის დამთავრებამდე ბრალდებების შერაცხვა „აბსურდულად” მხოლოდ ბატონი ბექაურის სურვილია და არა რეალობა.
ღიმილის მომგვრელია ბატონი ბექაურის მიდგომა, რომლითაც ის საკუთარ თავს სრულად აიგივებს დამოუკიდებელ კოლეგიალურ ორგანოსთან – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან. მაგთიკომის განცხადება ეხებოდა პირადად ბატონი ბექაურის ქმედებების შესწავლას და არა მარეგულირებელ კომისიას.
ბატონი ბექაურის სხვა ქმედებების შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული.