“მე ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ ასევე შევხვდი მას. პირველ რიგში ჩემი ადამიანური შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ. დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი – ეს მინდა გითხრათ პირველ რიგში. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა და ნუ წარმოუდგენელი, საოცარი ისტორია. რეალურად მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე და ნუ თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი ამისათვის, თავის პატარა დისშვილთან ერთად. უბრალოდ თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული. ეს მინდა აუცილებლად გითხრათ ამასთან დაკავშირებით.[…] სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ჩვენ გვქონდა საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით, მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარი არის ის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და რა თქმა უნდა, ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად”.

განაცხადა ამის შესახებ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.