ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი ამბობს, რომ სინოდზე განიხილეს პარტია გირჩის რელიგიური ორგანიზაციის “ბიბლიური თავისუფლების” საკითხი.
სინოდმა გადაწყვიტა, რომ ორგანიზაციის წევრებს ჩამოართვას ნათლობის, ჯვრისწერისა და სხვა საეკლესიო მსახურების უფლება.
„შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია ქრისტიანთა გაერთიანება, „ბიბლიური თავისუფლების“ ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს განურჩევლად სქესისა ადამიანებს და მათ სასულიერო პირის ხარისხს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისთვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას. ეკლესია აფრთხილებს ყველას, ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრდება, მას აღარ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ისეთ საეკლესიო მსახურებაში როგორიც არის – ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა“, – აცხადებს მიტროპოლიტი დანიელი საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებას” ეთერში.
ცნობისთვის, რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება ახალგაზრდებს მღვდელმსახურის მოწმობას აძლევს, რითაც ისინი სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ.