ვაჟა სირაძის განცხადებით, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლდნენ.
“თავდამსხმელი დაკავებულია. ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე მოხდა თავდასხმა. თავდამსხმელი იყო ერთი პირი, რომელმაც აიყვანა მძევლები.
დაზიანება არავის მიუღია, მძევლები თავისუფლები არიან. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.