ბუნებრივია, რეპრესიების მსხვერპლია მორიგ ჯერზე (პოლიტიკური რეპრესიის) ნიკა მაელია, რომელიც განსაკუთრებული, კრიმინალური ფორმით გაიტაცეს და ამას ერქვა მხოლოდ და მხოლოდ გატაცება… ამასთანავე, რეპრესიებს აქვს აზრი, როდესაც შენ შეგიძლია, ადამიანი გატეხო, როდესაც შენ შეგიძლია, ადამიანი შეაშინო ციხეში ჩაჯდომით. ყველას ახსოვდეს, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძეც, თავისი პრინციპული, გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში. ამიტომ, სისტემას არაფერი გამოუვა – არც მისი [მელიას] დაშინება, არც მისი პოლიტიკური პოზიციის და ბრძოლის ცვლილება.