სისტემური „ლოკდაუნები” არ იქნება, წერტილოვან, უფრო მკაცრ შეზღუდვებს განვიხილავთ – გახარია

ჩვენი ძირითადი ამოცანა, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკის მომენტ იქსში სწრაფი აღდგენის შესაძლებლობა მაშინ, როდესაც მსოფლიო პოსტ ეკონომიკური კრიზისის აღდგენას დაიწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ღონისძიებები, ნაბიჯები, ბიზნესის და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის, რომელიც მთავრობამ უკვე გადადგა, დღეს ნათელია უკვე, რომ საკმარისი არ არის და ჩვენ ვამზადებთ ახალ ღონისძიებებს. აქვე მინდა ბიზნესი დავამშვიდო და ვთქვა, რომ სისტემური, საერთო ქვეყნის მასშტაბით, „ლოკდაუნები” ქვეყანაში არ იქნება. იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები იმისთვის, რომ სწრაფად მოვერიოთ აფეთქების კერებს. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე მსხვილი ქალაქი, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დროებითი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. საერთო ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს მასშტაბით, სისტემური „ლოკდაუნი” ქვეყანაში არ გამოცხადდება, ჯერ ჩვენ ამას არ განვიხილავთ, თუმცა წერტილოვან, უფრო მკაცრ შეზღუდვებს განვიხილავთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.