„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ევროპულ მეგობრებსა და ბატონ ბორელსაც, მაგრამ სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია. ამ ქვეყანაში ხალხი ხომ ცხოვრობს არა, ყოველდღიურობაში ხომ გრძნობენ თავისუფალია, არ არის თავისუფალი, ბიზნეს ართმევს ვინმე, არ ართმევს. ხომ შეუძლებელია ისეთი რაღაც დააბრალო და მოიგონო, რაც არ არსებობს. ”,
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას „სისულელეს” უწოდებს.