მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების პირველმა კვირამ ცხადად აჩვენა აზერბაიჯანის მტკიცე განწყობა, რომელსაც თურქეთის აქტიური მხარდაჭერა აქვს.
პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა თურქეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტექნიკითაც ამარაგებს. როგორც ბიბისი წერს, არსებობს ინფორმაცია, რომ თურქულმა მხარემ იქ ბოევიკები სირიიდან გაგზავნა, თუმცა თურქული მხარე ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებები კონფლიქტის მონაწილეების მიმართ, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, თურქეთის მხარის მიერ უარყოფილია, რომელიც მოითხოვს “ბოლო მოეღოს ყარაბაღის სომხურ ოკუპაციას.“
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა კვირას სატელევიზიო გამოსვლისას სომხეთის ხელისუფლებას მოთხოვა წარმოადგინონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან მათი ჯარების გაყვანის გრაფიკი, რაც მისი თქმით ცეცხლის შეწყვეტის ერთადერთი პირობაა.
სომხური მხარე არანაკლებ პრინციპულად არის განწყობილი, რადგან ამ კონფლიქტს არა ტერიტორიულ დავად, არამედ საკუთარი არსებობისთვის ბრძოლად განიხილავს.