სიტყვა რევოლუცია უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან – ხაზარაძე

“სიტყვა რევოლუცია უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან “-ასე გამოეხმურა ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე,  ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ლიდერების განცხადებას მშვიდობიან რევოლუციაზე.

“სიტყვები  რევოლუცია და გადატრიალება უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან, იმიტომ, რომ ეს ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს. ეს, ასევე, არის იმ წისქვილზე წყლის დასხმა, რომელიც ქართულ ოცნებას აწყობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რისთვის ვართ შეკრებილები. ჩვენი მიზანია, ტყუილიდან ამოვიყვანოთ ქვეყანა და არა ის, რომ რევოლუციის გზას დავაყენოთ.დროა, ერმა ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ, დიალოგის და კომპრომისების გზით, ყველაზე რთული პრობლემის გადაჭრა. ამის რესურსი გვაქვს მაშინ, როცა იცი, რომ შეიძლება ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყანა ერთმა არასწორმა მოძრაობამაც კი ისე შეასუსტოს, რომ ვერ დაბრუნდეს საწყის წერტილზე, რევოლუცია და მსგავსი მოქმედება ყველამ უნდა ამოიგდოს თავიდან”, — აცხადებს ხაზარაძე.