შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში 1337 ძირი მცენარე კანაფი ამოიღეს – დაკავებულია 5 პირი. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მათ დროებით სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფის”-ს უკანონო დათესვა-მოყვანასა და კულტივირებას ეწეოდნენ, შემდგომ კი მცენარე “კანაფს”-ს, საცხოვრებელ სახლში, სპეციალურ მოწყობილ სათავსოში აშრობდნენ.
სამართალდამცველებმა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფის” 1337 ძირი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი “მარიხუანა” და “მარიხუანას” დაფასოებისთვის განკუთვნილი სასწორი”. – წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 25-265-ე პრიმა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.