ბევრი წყვილი ოცნებობს ქორწილზე, ზოგს ქაღალდზე გაფორმებული ურთიერთობები სტაბილურობის გარანტიად მიაჩნია, ზოგი წყვილი კი თვლის, რომ ქაღალდები არაფერ შუაშია და არც გრანდიოზული ცერემონიალია საჭირო. სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი წყვილების ურთიერთობა ხშირად უფრო ხანრძლივი და სტაბილურია , ვიდრე ოფიციალურად დაქორწინებულებისა.
შაკირა და ჟერარ პიკე
მომღერალი შაკირა წარსულში სამოქალაქო ქორწინების მწარე გამოცდილებამაც ვერ აიძულა ოფიციალურად გათხოვილიყო. შაკირა 11 წელი ცხოვრობდა ადვოკატ ანტონიო დე ლა რუასთან ერთად, რომელმაც განშორების შემდეგ ყოფილი მეგობარი ქალისგან 100 მილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა მის მენეჯერად მუშაობსას შესრულებული სამუშაოს გამო. ცუდი გამოცდილების შემდეგ შაკირას გაუმართლა და ფეხბურთელ ჟერარ პიკეს შეხვდა, რომლისგანაც უკვე 2012 წელს მან პირველი შვილი, მილანი გააჩინა, ორი წლის შემდეგ კი ბიჭი საშა.
ორი შვილის გაჩენამაც ვერ აიძულა წყვილი საკურთხევლამდე მისულიყვნენ.
“თუ ოდესმე გავთხოვდები, მხოლოდ ჟერარზე, მაგრამ ამ ეტაპზე ქორწინება ჩვენს ურთიერთობებში ვერაფერს შეცვლის“– თქვა მომღერალმა ერთ–ერთ ინტერვიუში.
ოფრა უინფრი და სტედმან გრეჰემი
წყვილი 30 წელია ერთად ცხოვრობს. მათ შვილები არ ყავთ. საკულტო ამერიკელ ტელეწამყვანზე ვრცელდებოდა ჭორები, რომ მას რომანტიული კავშირები ჰქონდა მის საკუთესო დაქალთან და კოლეგასთან, გეილ კინგთან, რის გამოც ოფრა თავს პირდაპირი მნიშვნელობით თვალცრემლიანი იმართლებდა თავს. როცა 5 წლის წინ ოფრა თვითონ აღმოჩნდა სტუმრის სავარძელში ბარბარა უოლტერსის შოუში, ის ატირდა, როცა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობდა. ოფრამ აღიარა, რომ ბევრს არ ჯერა მისი სიტყვების, თუმცა არ იცის კიდევ როგორ დაარწმუნოს პუბლიკა იმაში, რომ ლესბოსელი არ არის. თუმცა, ფაქტია, რომ მისი პარტნიორი წლების მანძილზე მამაკაცია. სტედმან გრეჰემი მედიაბიზნესით არის დაკავებული . წყვილი ჯერ კიდევ 1992 წელს გეგმავდა ქორწინებას, თუმცა ამ იდეაზე უარი თქვა.
გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი
ეს წყვილი 35 წელია ერთად არის. ყავთ საერთო შვილი უაისტი, გოლდი ჰოუნს კი პირველი ქორწინებიდან ყავს შვილები – ოლივერი და ცნობილი მსახიობი კეიტ ჰადსონი.
სწორედ მათი ურთიერთობა ითვლება უკვე კლასიკურ მაგალითად, როცა საუბარი ქორწინების გარეშე იდეალურ ურთიერთობებს ეხება. ისინი ერთმანეთს 1968 წელს, ფილმის გადაღებებზე შეხვდნენ. მაშინ კურტი 16 წლის იყო, გოლდი კი 21 წლის და ის რეჟისორ გას ტრიკონისზე გათხოვებას აპრებდა, რომელთან ერთად 7 წელი იცხოვრა. გოლდი ჰოუნის მეორე ქმარი მუსიკოსი ბილ ჰადსონი იყო, რომელთანაც მსახიობს ორი შვილი ეყოლა. 1982 წელს ბედმა რასელი და ჰოუნი ისევ შეახვედრა ერთმანეთს ფილმის გადაღებისას, რამაც გოლდის მეორე ქმართან განქორწინება დააჩქარა. ამის შემდეგ კურტ რასელმა და გოლდი ჰოუნმა ერთად ითამაშეს ფილმში “ბორტს მიღმა“. იმ მომენტისთვის წყვილს უკვე ყავდა საერთო შვილი, თუმცა ოფიციალური ქორწინება მაინც ვერ გადაწყვიტეს.
ევა მენდესი და რაიან გოსლინგი
ეს წყვილი 10 წელია ერთად არის და ორ გოგონას ზრდის. მათ ურთიერთობას იდეალურს ვერ უწოდებ. მათი რომანი 10 წლის წინ დაიწყო ფილმის გადაღებებისას. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ დაშორდნენ და შერიგდნენ, დაქორწინებაც უნდოდათ, ურთიერთობებში არაერთხელ გააკეთეს პაუზა, მაგრამ ისევ ერთად არიან. ვარსკვლავები დოკუმენტებს და ოფიციალურ მხარეს უმნიშვნელოდ თვლიან, რადგან ფიქრობენ, რომ მათი ოჯახი ამის გარეშეც მყარია.