სიცრუეა, რომ კოვიდმძიმე პაციენტები ქვეყანაში მასიურად იღუპებიან – ამის შესახებ, “პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, , ლევან კოვიდინფიცირებული პაციენტების დამძიმების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
“ჩვენდა საბედნიეროდ, ამ კრიტიკული პაციენტების უმეტესობა ჯანმრთელდება, ეწერებიან გამოჯანმრთელებული კლინიკიდან, ისე არ არის, რომ რეანიმაციაში კოვიდმძიმე პაციენტი მოხვდება და ის ვერ გავა, ეს არის ცრუ, არ ვიცი ვის აწყობს ამის თქმა, რატომ ძაბავს მოსახლეობას… ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველაზე მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს, ისე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ, გაგვაჩნია 5,1%. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. მაგრამ ამაში იგულისხმება, რომ იმის მიუხედავად, რომ ექიმებმა ყველაფერი გავაკეთეთ, პაციენტები გვეღუპებოდნენ იმიტომ, რომ დგებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა, რისი მართვაც ექიმებს არ შეგვეძლო. იმის თქმა, რომ კოვიდ-19-ის მძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან ჩენ ქვეყანაში, ეს არის მცდარი”- თქვა ლევან რატიანმა.