სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს, ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ასეთს არ იცნობს, – ასე ეხმაურება გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი რამდენიმე ბრალდებული არასრულწლოვნის და მათი მშობლების მოთხოვნას, რომ „ტოიოტა ქამრიში” მჯდომი ყველა პირი სიცრუის დეტექტორზე დაიკითხოს.
„იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება, თვლიან, რომ ეს არის საპროცესო მოქმედება და შეესაბამება საქართველოს კანონმდევლობას, შეუძლიათ თავად ჩაატარონ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მოესურვებათ,” – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სამი არასრულწლოვანი – ზ.ხ; ლ.შ. და ა.ქ. შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა, სიცრუის დეტექტორზე დაკითხონ, რათა „სიმართლე ამ გზით დადგინდეს“.