გერმანიაში დღეიდან კარანტინი გამკაცრდა, რომლის ფარგლებში დაიხურა სკოლები და არააუცილებელი ბიზნეს ობიექტები. შეზღუდვები, რომელიც 10 იანვრამდე იმოქმედებს, კრძალავს საჯარო ადგილებში ალკოჰოლის დალევას. ამასთან, კომპანიებს მოუწოდებენ, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალება მისცენ.
ქვეყანაში სუპერმარკეტები და ბანკები ღია რჩება. გამკაცრებული ზომები შობის დღესასწაულზე მცირედით შემსუბუქდება და თითოეულ ოჯახს მიეცემა შესაძლებლობა, ოთხ ახლობელს უმასპინძლოს.
ცნობისათვის, გერმანიაში გუშინ კორონავირუსის 14 432 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 500 ადამიანი გარდაიცვალა.