“სოლიდარობა აფრიკის დასახლებას”-სამოქალაქო აქტივისტები ბანერების გამოფენისთვის დააჯარიმეს

“სოლიდარობა აფრიკის დასახლებას” – სამოქალაქო აქტივისტები ბანერების გამოფენისთვის დააჯარიმეს.როგორც ბექა წიქარიშვილი აცხადებს,  200 ლარიანი ჯარიმა დაუწერეს გიორგი ღვინჯილიას.

“სოლიდარობა აფრიკის დასახლებას”, “სახლი ყველას” “ხალხი მართალს ამბობს” – ამ წარწერებით 3 ბანერი თბილისის მერიის მოპირდაპირე კორპუსიდან გადმოფინეს.