სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

სომხეთის პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი იყო, დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი ოპოზიციური პარტიის, „ნათელი სომხეთის“ ლიდერის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო, რომელმაც პარლამენტარებს მოუწოდა, ერთმანეთისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვები არ ეთქვათ. ამას ოპონენტის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა.

ედმონ მარუქიანთან მმართველი ალიანსის წარმომადგენელი, სასუნ მიქაელიანი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ჩხუბში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩხუბი პარლამენტის დარბაზის გარეთაც გაგრძელდა.