”უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად შეიცვალა რუსეთის შესაძლებლობები, ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს, რომ ამ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება სხვებზე. ჩვენ გვსურს გვქონდეს დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა, მაგრამ თავი უნდა ავარიდოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეტაკებების ცენტრში ყოფნას. […]რუსეთის მიერ უკრაინაში კატასტროფული შეჭრა ნიშნავს, რომ სომხეთი რუსეთს, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტს, ვეღარ დაეყრდნობა”,
თქვა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა POLITICO-სთან ინტერვიუში, სადაც სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.