სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი საქართველოს ბოდიშს უხდის. ჯანდაცვის მინისტრის ბოდიშსს საჯაროდ მისი პრეს-სპიკერი, ალინა ნიკოგოსიანი ავრცელებს.
“ვწუხვართ ჯანდაცვის მინსიტრის მხრიდან გაკეთებულ კომენტარზე, რომელმაც გაუგებრობა და პოლიტიკური სპეკულაცია გამოიწვია.” – განაცხადა ალინა ნიკოგოსიანმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს ანტი-ეპიდემიური სისტემის ეფექტურობასა და ქართული მხარის გამჭვირვალობაში შეიტანა ეჭვი. არსენ ტოროსიანმის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო კოვიდ-19 ინფექციის რეალურ შედგებს არ ასაჯაროვებს.