“სომხეთში რაც ხდება, ჩვენთვის სახიფათო ნაკლებად არის,თუმცა ჭკუის სასწავლებელია“–პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სომხეთში არსებული რთული ვითარება საქართველოსთვის სახიფათო არ არის.- ამის შესახებ მან “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ სომხეთს დახმარება აღმოუჩინოს.

“ჩვენ, საბედნიეროდ ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ შეგვიძლია სომხეთს დახმარება აღმოვუჩინოთ. ეს იქნება იგივე დიაგნოსტიკა, თუ რაიმე სხვა რესურსით დახმარება. არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა პისიარ ტესტებზეც და გვაქვს ამის მარაგი დაახლოებით 100 000 იანი ყოველთვიურად. ჩვენი კლინიკური სექტორიც არ არის ახლა იმდენად დატვირთული, როგორც ვიცი, რომ დავეხმაროთ. ჩვენ იქიდან გადმოვიყვანეთ ორი ჩვენი მოქალაქე და აქ განაგრძეს მკურნალობა. – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სომხეთში არსებული მდგომარეობა საქართველოსთვის ნაკლებად სახიფათოა.

“სახიფათო ნაკლებად არის ის, რაც ახლა სომხეთში ხდება, თუმცა ჭკუის სასწავლებელი ნამდვილად არის. ჩვენთან არიან ჯგუფები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კორონავირუსი არაფერი არ არის. თავიდან მიდიოდა რუსული პროპაგანდა და მიკვირს, რომ აქ რუსულ პროპაგანდას აყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს პროდასავლურს უწოდებენ.

რუსული პროპაგანდის ბრალი იყო ის, რაც ჩვენთან ყველაზე მძიმედ დაზარალებულ რეგიონში მოხდა. ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორად მიწოდება,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.