სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი ნიკა გოგაშვილი დააკავეს. როგორც ცნობილია, ნიკა გოგაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას ედავებიან, ოჯახის მტკიცებით კი იარაღი მის სახელზე იყო რეგისტრირებული.
“ახლა დააკავეს მამაჩემის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი! არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხო იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ, არ იყო ხო საკმარისი თქვენთვის ის ტკივილი, რაც უკვე მოგვაყენეთ?! რუსული ოცნება კლავს! ამ უსამართლობის გამო, ამდენი ოჯახის გამწარების გამო პასუხს აგებთ აუცილებლად!” – წერს ნინი გოგაშვილი.