სოფელ დიღომში 4 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა 9 მაისს მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.