გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 2 ადამიანი მოკლეს, 2 კი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის ნიადაგზე, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.