საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა. შედეგად, ავტომობილის მგზავრი, 50 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მოტოციკლის მძღოლი კი დაშავდა და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკაში მოხვდა მსუბუქი მანქანის კიდევ ერთი მგზავრი.
მომხდარზე გამოძიება ტრასნპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.