გახარიას თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-სა და 100 ათასს შორის, 6 თვის განმავლობაში 600 ლარს, ანუ თვეში 100 ლარს მიიღებს.
მისი განცხადებით, ეს დახმარება 70 ათას ოჯახს – 190 ათას მოქალაქეს შეეხება.
ასევე, ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 ათასამდე და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, სახელმწიფო დაეხმარება 600 ლარით, 6 თვის განმავლობაში.
გარდა ამისა, მკვეთრად გამოხატული შმმ პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც მიიღებენ ანალოგიურ დახმარებას – 6 თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარებით.
გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.