#სოცაფეთქება გახსენით ქვეყანა! – ამ სახელწოდებით თბილისში ხვალ, 30 იანვარს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები შეზღუდვების სრულად მოხსნას მოითხოვენ.
სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა ჯგუფი, სახელწოდებით “გაგვიყოლე აქციაზე” შექმნეს, სადაც მანქანიანი მოქალაქეები, უტრანსპორტოდ დარჩენილ მოქალაქეებს აქციაზე მისვლაში და წამოსვლაში დაეხმარებიან.
“ვითხოვთ იმას, რაც ჩვენი უფლებაა და რასაც გვართმევს სახელმწიფო, ჩვენზე მოჩვენებითი ზრუნვის მიზეზით!
როცა ხელისუფლება უმოწყალოდ ყრუა ადამიანების სატკივარის და პრობლემების მიმართ, ერთადერთი საშუალება რჩება მშვიდობიანი პროტესტი, რათა გავაგონოთ ჩვენი ხმა და მოვახდინოთ მათზე ზემოქმედება!
ადამიანების არსებობა საფრთხეშია!
ხელისუფლება უტიფრად აგრძელებს, მატერიალური და მორალური ზიანის წინაშე მდგარი ადამიანების იგნორირების პოლიტიკას!
მათთვის ერთეული ადამიანების სატკივარი და პროტესტი არაფერს ნიშნავს, თუნდაც მაშინ როცა ამ ერთეულების უკან ათასობით და ათიათასობით მოქალაქე დგას და მათი პროტესტი საზოაგდოების სატკივარის კრებით სათქმელს წარმოადგენს!
ამიტომ, საჭიროა ვიყოთ ბევრნი!
ნუ შეგეშინდებათ, თუ ბევრნი ვიქნებით, ვერავინ დაგაშინებთ თუნდაც არსებულის დაკარგვით, წართმევით. საჭიროა ადამიანების კრიტიკული მასა, რათა ხელისუფლებას გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი!
შემსუბუქდეს გადაჭარბებული, გაუმართლებელი, მადისკრედიტირებელი შეზღუდვები და რეგულაციების დაცვით გაიხსნას ქვეყანა:
– მოიხსნას ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
– სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში და გაიხსნას საბავშვო ბაღები, შესაბამისი რგულაციების დაცვით;
– განახლდეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა;
– გაიხსნას რესტორნები და კაფეები შესაბამისი რეგულაციების დაცვით ღია და დახურულ სივრცეებში;
– ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მიეცეთ მუშაობის უფლება;
– გაიხსნას ფიტნეს და სპორტული დარბაზები შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით;
– ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას ის შეზღუდვები, რომლებიც მათ არსებობას საფრთხეს უქმნის და მკურნალობას აფერხებს;
– გაიხსნას სახელოვნებო სივრცეები, შესაბამისი რეგულაციებით და შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომები მათ ასამუშავებლად;
– გაუქმდეს კომენდანტის საათი

მოდი აქციაზე 30 იანვარს, 15 საათზე მთავრობის კანცელარიასთან და მოვითხოვოთ ხელისუფლებისა და სარეკომენდაციო საბჭოსაგან, ღირსეულად არსებობის და მუშაობის განახლების უფლება! – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.