დღეს, 29 სექტემბერს, ოკუპირებული სოხუმის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი ”ციკლონი” შევიდა. გემმა მონაწილეობა უნდა მიიღოს აფხაზეთის ომში მარიონეტების გამარჯვების 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში.
როგორც სააგენტო “აფსნიპრესი” წერს, რომ პორტში რუს მეზღვაურებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციის წევრები, აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დე ფაქტო მინისტრის ხელმძღვანელობით და ე.წ. პარლამენტის “დეპუტატები” დახვდნენ.
“ციკლონი” სოხუმში 1 ოქტომბრამდე დარჩება.