აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გრიპის 10000 ცალი ვაქცინა საქართველოსგან არ მიუღიათ და მათ UNICEF-მა გადასცა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე დაქტო ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ ცხაკაიას თქმით, გრიპის ვაქცინის გადაცემაზე საკითხს საერთაშორისო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის წარმომადგენელი, ზურაბ ლაკერბაია აწარმოებდა.
“საქართველოს ხელისუფლებისგან არაფერს ვიღებთ, ჯანდაცვის უწყება – მით უფრო”. – თქვა ცხაკაიამ.