“პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი – არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა, შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. აქაც ცდილობენ, რომ გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი.

ეს არის რაღაცნაირად, უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი ამ ყველაფერს არ აქვს, თუმცა ეს არის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან უსუსური მცდელობა”, 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პრემიერმინისტრი ჩარტერულ რეისზე თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა.