“სპეცრაზმელმა ცინიკურად მითხრა: შენ 4 შვილი ხო თუ 5? და ქეჩოთი მივყავარ”- განაცხადა, ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის შენობიდან გაყვანისას ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას ცინიკურად შვილების რაოდენობაზე მიუთითა.
“შენობიდან ძალით გაყვანის დროს სადღაც 6 პოლიციელს მივყავდი და ერთი სპეცრაზმელი ნიღბით ცინიკურად მეუბნება შენ 4 შვილი ხო თუ ხუთი? და ქეჩოთი მივყავარ. სირცხვილია”- წერს ხოშტარია.