სპორტი არის საუკეთესო საშუალება ქვეყნის თავდაცვისათვის – ოცნების დეპუტატი

“სპორტი არის საუკეთესო საშუალება ქვეყნის თავდაცვისათვის”-განაცხადა,  ქართული ოცნების დეპუტატმა და ყოფილმა ძიუდოისტმა შოთა ხაბარელმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე.

”არ შემიძლია, დიდი მადლობა არ გადაგიხადოთ სპორტის მხარდაჭერისათვის. ეს გამოიხატებოდა 2012 წლის შემდეგ და არ შემიძლია, არ შევეხო იმ პროცესებს, რომელიც ხორციელდებოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ქართული სპორტის განადგურებისკენ… გაანადგურეთ ყველაფერი, გაყიდეთ, კაბალური ხელშეკრულებები დადეთ. მე მინდა, გითხრათ, რომ პოლიტიკური ნებაც იყო, რომ სპორტი მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და სამჯერ გაიზარდა ბიუჯეტი. არც ერთი ობიექტი არ გასხვისებულა იმის შემდეგ, პირიქით, მიდის მუშაობა მათ დაბრუნებაზე და დარწმუნებული ვარ, დაბრუნდება ის ობიექტებიც, რადგან ის იყო არასწორად გასხვისებული. სპორტი არის საუკეთესო საშუალება ქვეყნის წარმოჩენისათვის, ქვეყნის თავდაცვისათვის, ქვეყნის მდგრადობისათვის. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ.”- განაცხადა დეპუტატმა.