შეერთებულ შტატებში, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
ამერიკულმა პოლიციამ დაადასტურა, რომ თავდასხმიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მსროლელმა თავი მოიკლა. ეს მაშინ მოხდა, როცა პოლიციამ ის მრავალსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვა.
ხუთი დაშავებულიდან ზოგიერთმა მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელსაც ორი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, ადგილობრივი დროით ორშაბათს საღამოს სროლა დაიწყო უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში ისტ ლანსინგში.
თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ეჭვმიტანილს თვითმხილველები აღწერენ, როგორც “შავკანიანს და საკმაოდ დაბალს”.
ისტ ლანსინგიდეტროიტიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 112 კილომეტრში მდებარეობს . მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი საგანმანათლებლო დაწესებულებაა 50000 სტუდენტით.