2021 წლის შემოგომაზე ილონ მასკს ხანმოკლე რომანი ქონდა ნიკოლ შანახანთან, გუგლის თანადამფუძნებლის, სერგეი ბრინის ცოლთან, რის გამოც 2002 წლის დასაწყისში განქორწინებაზე განცხადება შეიტანა – წერს გამოცემა Wall Street Journal საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
“სრული სისულელეა“– ასე რეაგირებს მასკი ბრალდებაზე. სერგეი ბრინი და მისი ცოლი ჯერჯერობით პუბლიკაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
მასკი ფორბსის ვერსიით მსოლიოს უმდიდრესი ბიზნესმენია. მისი ქონება 253.4 მილიარდს შეადგენს. სერგეი ბრინი, საბჭოთა წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ფორბსის სიაში 9–ე ადგილს იკავებს 89.9 მილიარდი დოლარის ქონებით.
სერგეი ბრინის და ნიკოლ შანახანის განქორწინების სურვილის შესახებ 2022 წლის ივნისში გახდა ცნობილი, თუმცა განცხადება განქორწინების შესახებ სანტა–კლარას უმაღლეს სასამართლოში ჯერ კიდევ 2022 წელს იქნა შეტანილი. განქორწინების მიზეზად დოკუმენტებში მითითებულია “დაუძლეველი უთანხმოებები“. გამოცემის წყაროს ინფორმაციით განქორწინების შედეგად ქალი 1 მილიარდ დოლარს მიიღებს.
მასკი და ბრინი ძველი მეგობრები არიან. მაგალითად, ტესლას მფლობელი მრავალი წლის განმავლობაში რეგულარულად სტუმრობდა ბრინის კალიფორნიულ სახლს. გუგლის დამუძნებლები, სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი 2006 წელს მასკის ტარტაპის პირველი ინვესტორები გახდნენ – ეს იყო ელექტრომობილ ტესლას წარმოების პროექტი.
თავად მასკი კატეგორიულად უარყოფს, რომ შანახანთან რომანი ქონდა. “სრული სისულელეა“– დაწერა მან ტვიტერზე და დასძინა, რომ ბრინთან კვლავინდებურად კარგი ურთიერთობა აქვს და შინა დღით წვეულებაზე ერთადაც იყვნენ.
“ნიკოლი ბოლო სამი წლის მანძილზე სულ ორჯერ ვნახე. ორივეჯერ ბევრი ხალხის თანდასწრებით. არაფერი რომანტიული არ ყოფილა“– წერს მასკი.
გამოცემა Wall Street Journal ამტკიცებს, თითქოსდა მასკისა და ბრინის ცოლის რომანის დროს წყვილს უკვე გადაწყვეტილი ქონდა განქორწინება, რადგან მათი ურთიერთობა პანდემიის დროს გაფუჭდა, თუმცა წყვილი ჯერ კიდევ ერთად ცხოვრობდა. იმ დროისთვის მასკი თავის პარტნიორს, მომღერალ გრაიმსს დაშორდა.
გამოცემის ინორმაციით, სერგეი ბრინმა გადაწყვიტა არა მხოლოდ ცოლს გაშორებოდა, არამედ მის მრჩევლებს დაავალა ილონ მასკის კომპანიაში მისი პირადი ინვესტიციები გაეყიდათ. გამოცემა არ აკონკრეტებს ინვესტიციების მოცულობას.
მასკი თვლის, რომ Wall Street Journal მის მიმართ მიკერძოებულია. “იმდენი სისულელე გამოაქვეყნა ჩემზე და ტესლაზე, რომ სათვალავი ამერია“–დაწერა მასკმა ტვიტერზე.