სტატუსი EU-ს მოთხოვნების შესრულებით მიღება – გალერი კობახიძის განცხადებაზე

“სტატუსის EU-ს მოთხოვნების შესრულებით მიღება” – ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც თქვა, რომ “დეკემბრის ბოლომდე საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კანდიდატის სტატუსი გარანტირებულია”.

“მნიშვნელოვანია ასეთი სტატუსის ომის გარეშე, ევროკავშირის მიერ მითითებული მოთხოვნების შესრულებით მიღება. ეს ემსახურება ხალხისა და ქვეყნის ინტერესს ყველაზე უკეთ”, – წერს გალერი Twitter-ზე.