სტეფანე მღებრიშვილმა ყველა კონცერტი გააუქმა

მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა ყველა დაგეგმილო კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს,  რომ ანტივაქსერ მედიკოსებს მუშაობის ლიცენზია უნდა შეუწყდეთ.

“ვფიქრობ, მედიცინის ყველა მუშაკს ვინც ანტივაქსერია, სასწრაფოდ უნდა შეუწყვიტონ მუშაობის ლიცენზია! კონცერტებზე არაფერი არ მითხრათ, ყველა ჩემი გამოსვლა მოვხსენი და ვერ მნახავთ ვერსად გამოსულს!

ვიქნები მეც, ჩემი ქვეყნის ბევრი ადიამიანივით უმუშევარი!”, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.