ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-ს განუცხადა, რომ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანა მოწმობს უკრაინისადმი ნატოს მხარდაჭერის წარმატებაზე.
„ეს აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამბედაობასა და მონდომებას, ისევე როგორც მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
„უახლესი ტექნოლოგიების მართვაში უკრაინული სამხედრო წვრთნების ერთობლიობა და უკრაინელების გამბედაობა გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ წარმატებას და გავათავისუფლოთ ტერიტორიები, რასაც ახლა ვხედავთ ხერსონის გარშემო“, – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„ჩვენი ანალიზი იგივეა (როგორც პენტაგონის): რუსეთმა განიცადა მძიმე დანაკარგები, მათ რეალურად გაგზავნეს თავიანთი სახმელეთო ძალების დაახლოებით 80% უკრაინაში და განიცადეს მძიმე დანაკარგები, ეს ეხება პერსონალს და აღჭურვილობას, და რაც მთავარია – უფრო მოწინავე … საბრძოლო მასალის ტიპები. ეს ისევ და ისევ აჩვენებს იმას, რისი მიღწევაც შეძლეს უკრაინელებმა მოკავშირეებისა და ნატოს პარტნიორების მხარდაჭერით“, – განაცხადა მან CNN-თან ინტერვიუში.
“რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დიდი სამხედრო პოტენციალი. ჩვენ ვნახეთ სარაკეტო თავდასხმები, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ელექტროსადგურებზე. ამიტომ, ომი არ დასრულებულა და ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთის შეიარაღებული ძალების სისასტიკე”, – ამბობს სტოლტენბერგი.