ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის აქტიურმა სამხედრო დახმარებამ საგრძნობლად ამოწურა ალიანსის საკუთარი რეზერვები, ამიტომ მისმა წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ წარმოება საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ტექნოლოგიურ უპირატესობებზე და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაზე”, – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა. „აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამაში მონაწილეობა მიიღონ მსხვილმა კომპანიებმა, როგორც ალიანსში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წარმოების გაზრდა აუცილებელია როგორც უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ჩვენი თავდაცვისთვის. “
მისი თქმით, რუსეთი კიდევ ერთხელ ემზადება ზამთრის გამოსაყენებლად ომში იარაღად, და წარმოების სიჩქარე და მოცულობა მნიშვნელოვანია. სტოლტენბერგმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვედეთს იმ დიდი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის, რომელსაც უკრაინას უწევს.