სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპაში სწავლობენ, ავიაბილეთის ღირებულება ვერ იქნება 199 ევროზე მეტი – გახარია

პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას განცხადებით, სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ მთავრობა ბილეთის შეღავათიან ფასად შეძენაში დაეხმარება. მისივე თქმით, ბილეთის ღირებულება 199 ევროზე მეტი ვერ იქნება.

“ორი რეისი უკვე შედგა ივლისსა და აგვისტოში, თუმცა მოთხოვნა შენარჩუნდა და ამიტომ დადგინდა ახალი მიმართულება და ეს გახლავთ ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში და მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ბუდაპეშტში. ეს არ იქნება მხოლოდ იმ სტუნდეტებისთვის, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ, არამედ მათთვისაც, ვინც ევროპაში სწავლობს”, – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.