სტუდენტებმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს

ფოტო : საზოგადოებრივი მაუწყებელი

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” წევრებმა,  7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს.

“გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის მთავარი სტუდენტური მოძრაობის სახელით, რომელიც უკვე ქვეყნის მასშტაბით 200-მდე სტუდენტს აერთიანებს, მათი სახელით მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლება, გამოსცეს შეწყალების აქტი ლაზარესთან მიმართებაში, რომელიც 7-8 მარტის აქციების მონაწილეა. ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი. ფაქტობრივად, არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ აქვს სახელმწიფოს იმისა, რომ ლაზარემ ჩაიდინა ეს დანაშაული… შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს საქმე არის მთლიანად პოლიტიკური, პირველივე დღიდან”, – ამბობს ნიკო მანაგაძე.