„რაც შეეხება კონცერტზე გამოცხადებულ „ძმობას და სიყვარულს“, ეს ასე არ ხდება და არ გვარდება. თვითონ მასპინძლებსაც გაუჩნდათ პასუხისმგებლობის გრძნობა და მოიბოდიშეს. ბუნებრივია, როცა ასეთი დონის სტუმრები არიან და დარწმუნებული ვარ, ასეთ რეზონანსულ კონცერტს წინ უძღვის სუფრის ტრადიციების ახსნა ან კულტურის ნიუანსებზე საუბარი. ამ დროს უნდა აუხსნა პოლიტიკური კონტექსტიც, თუ რა პირობებში მოუხდება კონცერტის ჩატარება. ასეთ მიდგომას შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა ეს ამბავი“,

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც შეკვეთილში, ჯგუფ The Killers-ის კონცერტზე მომხდარს გამოეხმაურა.