მთავარი არხის ინფორმაციით, თბილისის 8 ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები არიან:
- გლდანი – ლევან კობიაშვილი
- სამგორი – სოზარ სუბარი
- ისანი – ირაკლი აბუსერიძე
- საბურთალო – დავით სერგეენკო
- ვაკე – ნოდარ ტურძელაძე
- ნაძალადევი – თეა წულიკიანი
- დიდუბე–ჩუღურეთი – გია ვოლსკი
- მთაწმინდა–კრწანისი– ჯერჯერობით უცნობია
რაც შეეხება რეგიონებს, სამცხე-ჯავახეთის ორი ოლქიდან ერთის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი იქნება. “მთავარის” ინფორმაციით, კახეთის ორი ოლქიდან, გურჯაანის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროში მოქმედი მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი, ხოლო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში ან თავდაცვის კომიტეტის ხელძღვანელი ირაკლი სესიაშვილი იბრძოლებს ან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი.
მცხეთა-მთიანეთის ოლქში სავარაუდოდ ქართული ოცნება კვლავ დიმიტრი ხუნდაძეს დააყენებს. თუმცა, ის ამას არ ადასტურებს და ვარაუდობს, რომ სიაში იქნება. ასევე, ცნობილი ხწდება, რომ ზესტაფონში, ბაღდათში, ტყიბულსა და თერჯოლაში მაჟორიტარული კანდიდატი ქართული ოცნებიდან იქნება ბეჟან წაქაძე.
ტელეკომპანიის ცნობით, აჭარის სამი ოლქიდან ერთში, ბათუმში იბრძოლებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რესან კონცელიძე, ქობულეთში აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე, ხელვაჩაური-ქედა-შუა ხულოში კი “ოცნებას” მოქმედი მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე.
სამეგრელოს სამი ოლქიდან მთავარმა ორი კანდიდატის ვინაობა იცის: ზუგდიდში სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებული ალექსნდრე მოწერელია და ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში მოქმედი მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია.
მათივე თქმით, რაჭა-ლეჩხუმისადა ქვემო სვანთის ოლქში მმართველი გუნდიდან იბრძოლებს მოქმედი მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე. გურიის ოლქში კი ქართულ ოცნებას, ასევე, მოქმედი მაჟორიტარი, ნინო წილოსანი წარადგენს.
ქართული ოცნება მაჟორიტარობის კანდიდატებს ხვალ დაასახელებს.