“ეს არის ორმხრივი შეთანხმება. სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები? ორმაგი მოტივაცია მქონდა. ეს, ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ თავისი მინუსები აქვს”, – ასე პასუხობს დეპუტატი გუგული მაღრაძე ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ ვერ მოხვდა ქართული ოცნების ახალ საპარლამენტოსიაში.
პარტიების მიერ ცესკოში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა. ოცნების სიაში ახალ სახეებთან ერთად ოცნების ძველი წევრებიც მოხვდნენ, თუმცა მათ შორის არ არის გუგული მაღრაძე.