“სულ უფრო მცირდება მოლაპარაკების შანსი”- პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შანსი სულ უფრო მცირდება.ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა.
“სულ უფრო მცირდება შანსი მოლაპარაკების და ის კარი სულ უფრო იხურება. როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. დაფინანსების შეწყვეტაზე, პარტიების გაუქმებაზე შანტაჟის ენით ლაპარაკობს ქართული ოცნება და კობახიძე. მეორე მხრივ, ოპოზიცია თან იძახის მოლაპარაკებები მინდა და თან სიებს აუქმებს და მანდატებს ხევს, რაც არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი, ხალხისაც და ელჩებისაც, რომლებსაც ამაში უზარმაზარი შრომა აქვთ ჩადებული. ასე რომ, სულ უფრო ცოტა შესაძლებლობა რჩება, რომ შევთანხმდეთ”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.